Sunday 11 October 2009

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

13.06.2009-08.07.2009-მანძილზე IREX-ის გორის ოფისმა და გორის ოფისის ხელმძღვანელმა გოგა საზანდრიშვილმა უმასპინძლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენინგის ,,ისტ-გამოყენება საგაკვეთილო პროცესში" მონაწილეებს და დაუთმო ინტერნეტში ჩართული კომპიუტერული ლაბორატორია. ტრენინგზე მოწვეული იქნა 24 პედაგოგი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კომპიუტერთან ურთიერთობის საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მასწავლებლები ორ 12-12 კაციან ჯგუფში გადანაწილდნენ. ტრენინგების მიმდინარეობისას თითოეულმა მასწავლებელმა შექმნა პერსონალური ელ-პორტფოლიო და პირადი ბლოგები.